აპი, რომელიც შენს

ცხოვრებას ამარტივებს

თუ ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობ, მაშინ ახალი აპი შენთვისაა. ის საშუალებას გაძლევს სადაზღვევო სერვისებით კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად, აპიდან გაუსვლელად ისარგებლო.

ჩაეწერე ოჯახის ექიმთან

აპის საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევს აირჩიო შენთვის სასურველი ოჯახის ექიმი და დაჯავშნო ვიზიტი. 

მოითხოვე ანაზღაურება ან საგარანტიო წერილი

შეგიძლია დაივიწყო დამღლელი ბიუროკრატიული პროცედურები და პირდაპირ აპში, რამდენიმე დოკუმენტის სურათის ატვირთვით, სწრაფად მოითხოვო სადაზღვევო ანაზღაურება და საგარანტიო წერილი.

ისარგებლე უამრავი შესაძლებლობით ერთ სივრცეში 

დამატებით ისიც გაითვალისწინე, რომ აპში შენი ლიმიტებისა და უკვე გახარჯული თანხის ნახვა და ჯანმრთელობის დაზღვევით გათვალისწინებული სამოგზაურო დაზღვევის დღეების გააქტიურებაც შეგიძლია. ხოლო წინ, კიდევ ბევრი სიახლე გელოდება.

ჩამოტვირთე აპი და ისარგებლე სასურველი მომსახურებით მარტივად